„ჩვენ, მათ, მადლობა უნდა გადავუხადოთ“ – გიორგი გახარია მომლაპარაკებელ ელჩებზე

„დღეს, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში, საქართველოს მხარდაჭერა არის ისეთი, როგორიც წლების განმავლობაში არ ყოფილა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ მხარდაჭერის ეს დონე  შევინარჩუნოთ“ – აცხადებს გიორგი გახარია.


როგორც პრემიერ-მინისტრი აღიშნავს, მეგობარ ელჩებს, რომლებიც მოლაპარაკების პროცესში არიან ჩართულები, მადლობა უნდა გადავუხადოთ.

საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართულნი ამ პოლარიზაციის პრობლემის მოგვარებაში, როგორც ფასილიტატორები, ამ პროცესში, ჩვენ, მათ, მადლობა უნდა გადავუხადოთ. ბუნებრივია, როდესაც ამ პროცესში პირდაპირ არის ჩართული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის – ევროკავშირის და აშშ-ს ელჩები, ეს ყველაფერი ჩვენს თითოეულ მოქალაქეს პირდაპირ აჩვენებს, რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესს, როგორც ასეთს და რა დონის მხარდაჭერა გააჩნია დღეს ქვეყანას სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან.  ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის, თუ რა შედეგებს მივაღწიეთ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში, თქვენი დამსახურებით. რა თქმა უნდა, დღეს, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში, საქართველოს მხარდაჭერა არის ისეთი, როგორიც წლების განმავლობაში არ ყოფილა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ მხარდაჭერის ეს დონე შევინარჩუნოთ“, –  განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები