ხანძარს გორში ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ხანძარს გორში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა სამეფოს ქუჩაზე მოხდა, გარდაცვლილი 56 წლის მამაკაცია.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. ისინი მეზობლებმა გამოიძახეს.

ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხდა. უცნობია რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი.

მსგავსი თემები