„ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ადგილის დათვალიერება მოხდა არა ოპერატიულად, არამედ წლების შემდეგ“ – ოჯახის ადვოკატი

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახი, გენერალური პროკურატურიდან ზვიად გამსახურდიამ მკვლელობის სამის მასალებს კვირის ბოლოსთვის ელოდება. ოჯახს 3 წლიანი ბრძოლა და საკონსტიტუციო სასამართლომდე მისვლა დასჭირდა, რომ საქმის მასალებზე წვდომა ჰქონოდა.

როგორც ოჯახის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, ოჯახს პროკურატურასთან არაერთი პრეტენზია აქვს და სწორედ ამას ემსახურებოდა შიმშილობის აქცია, რომელიც პრეზიდენტის შვილებმა პროკურატურის შენობაში განახორციელეს.   

„ჩვენ ვითხოვდით დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის სს საქმის მასალებს, რომ დაწვრილებით შეგვესწავლა რა ხდებოდა ამ საქმესთან დაკავშირებით.  წარმოიდგნეთ, როგორ ხდებოდა ოჯახის მხრიდან ამ საქმის შესწავლა, მიდიხარ პროკურატურაში, პროკურორი გადგას თავზე, არ გაქვს არც კომპიუტერი, არც საკანონმდებლო ბაზა, არც გადაღების საშუალება და ასე უნდა გაეცნო 21 ტომს. არ გვეძლეოდა საქმის მასალებთან სრულფასოვანი წვდომა. პირველ რიგში, საქმის მასალები გვაძლევს შესაძლებლობას, სრულფასოვნად გავაანალიზოთ, რა მოხდა განვლილ პერიოდში. სანამ მასალებს არ მივიღებთ ხელზე, არ გვეცოდინება რა წერია ამ მასალებში“ – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.

„მედიაცენტრი მთავარის“  კითხვას, რატომ იყო პროკურატურა წინააღმდეგი, ოჯახს მკვლელობის  მასალებზე წვდომა არ ჰქონოდა, ადვოკატმა ასე უპასუხა:

„ეს თავად პროკურატურას უნდა ჰკითხოთ. ისინი ამბობდნენ, რომ ეს შეუშლიდა ხელს გამოძიებას. თავისთავად, საქმეში არსებობს არაერთი დარღვევა. მაგალითად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სადაც პირველი პრეზიდენტის სიცოცხლე დასრულდა, ამ ადგილის დათვალიერება განხორციელდა არა იმ წუთიერად, არამედ, წლების შემდეგ. არის უამრავი არგუმენტი და პრეტენზია, რომელსაც გამსახურდიების ოჯახს გამოძიების მიმართ უნდობლობის კუთხით გააჩნია“ – განაცხადა ოჯახის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავართან“.

მას შემდეგ, რაც ოჯახი 21 ტომს ჩაიბარებს, მის შესწავლას დაიწყებს, შემდეგ კი არსებული დარღვევები გასაჯაროვდება.    

მსგავსი თემები