„არავის ეგონოს, რომ ეს იქნება წინასაახალწლო, ჩვეულებრივი „შოპინგი“, არავითარ შემთხვევაში“ – ნათია თურნავა

საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვების მოხსნაზე ვერ თანხმდება. როგორც ნათია თურნავა აცხადებს, ერთ მხარესაა მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში მყოფი მოსახლეობა და მეორე მხარეს ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოხდა გარკვეული ლიბერალიზაცია ვაჭრობასთან მიმართებაში, არავის ეგონოს, რომ ეს იქნება წინასაახალწლო, ჩვეულებრივი „შოპინგი“, არავითარ შემთხვევაში.  თუ კი ასეთი გადაწვეტილება იქნა მიღებული, ეს იქნება ძალიან განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებით დატვირთული. ერთი მხრივ სასწორის პირას გვაქვს ის ათასობით ადამიანი, რომელიც დასაქმებულია ვაჭრობს ინდუსტრიაში და ყველა ელოდება, რომ წინასაახალწლოდ გარკვეულ შემოსავალს შექმნის და ოჯახში მიიტანს და მორე მხრივ, ეს არის ჩვენი ეპიდემოილოგიური ვითარება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე. აქედან გამომდინარე არის სირთულეები“ – აცხადებს თურნავა.   

მსგავსი თემები