კორონავირუსის ახალი შტამის გამო საზღვრები იკეტება

მუტაციაგავლილი კორონავირუსია ახალი შტამი უფრო  საშიში აღმოჩნდა, ვიდრე არსებული. ინგლისში დაფიქსირებული ახალი ვირუსის გამო, მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დიდ ბრიტანეთთან საზღვარი ჩაკეტა. მეცნიერების ახალი თავის სამტვრევი ამჟამად ის არის, ადამიანის ორგანიზმისთვის ახალა ვირუსი უფრო დამანგრეველია თუ არსებული.

როგორც ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მედიცინის დოქტორმა ზაზა წერეთელმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, კორონავირუსის ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე არსებული.

„პანდემიის დაწყებიდან დღემდე 1000-მდე მუტაცია დაფიქსირდა. ერთი თვის უკან დანიაში დაფიქსირდა ერთი დიდი მუტაცია. ასევე, ესპანეთში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ახლა ინგლისში აღმოჩნდა ახალი მუტაცია. ყველაზე დამამძიმებელი კი ის არის, რომ ინგლისელმა მედიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ ეს მუტაცია მიდის იმ ნაწილაკში, რომლითაც ის ადვილად ხვდება ჩვენს უჯრედში და იწყებს გამრავლებას.  ერთია, რომ ეს ვირუსი გაცილებით სწრაფად ვრცელდება, ვიდრე არსებული კორონავირუსი, თუმცა, დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობს თუ არა, ამის დასკვნას ჯერ ვერ ვაკეთებთ. მთელმა ევროპამ დაკეტა მიმოსვლა დიდ ბრიტანეთთან ამის გამო. ფაქტია, რომ ვერაგ ვირუსთან გვაქვს საქმე და ბევრი რამ მეცნიერებისთვისაც ჯერ ამოუცნობია“ – განუცხადა ზაზა წერეთელმა „მედიაცენტრ მთავარს“.

შეგახსენებთ, რომ ახალი მუტაცია ამჯერად  ინგლისში დაფიქსირდა.  

მსგავსი თემები