“კარგი გაგებით, არ მოგასვენებთ თქვენ და თქვენს მოადგილეებს” – ირაკლი ზარქუა ნათია თურნავას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ავტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების პროგრამას დიდი ხარვეზი აქვს.

როგორც მან პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკური პროფილის მინისტრებს უსმენენ, პარლამენტმა და მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ აღნიშნული კუთხით არსებული პრობლემები აღმოიფხვრას.

“სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ავტოტრანსპორის ტექნიკური დათვალიერების პროგრამა უკეთესი შედეგის სურვილს ტოვებს. ახლაც ჩვენ რომ ავდგეთ და წავიდეთ, შეიძლება ვნახოთ რამდენიმე ადგილი, სადაც ე.წ. ტეხასმოტრს აძლევენ და მანქანა გამოდის ისევ არასასურველ მდგომარეობაში, აბინძურებს გარემოს. ამ მიმათულებით გვაქვს ხარვეზი, ძალიან დიდი ხარვეზი გვაქვს. ასევე, არსებობს კონკრეტული ჯგუფები, ვინც აქირავებს ამა თუ იმ მოწყობილებებს ერთი საათით იმ ავტოტრანსპორტისთვის, ვისაც ტექდათვალიერების გავლა სურს, ტექდათვალიერების გავლის შემდეგ კი ეს მოქალაქეები ამ მოწყობილობებს პატრონს უბრუნებენ და ეს მანქანები კვლავ გაუმართავია, აბინძურებენ გარემოს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მაგრამ, სამწუხაროდ, ეს კვლავ გამოწვევად რჩება. მე ვიქნები ერთ-ერთი ლობისტი, რომ ბიზნესმა თქვენთან მაქსიმალურად კონტაქტი დაამყაროს და თან ეფექტიანად. აქამდეც იყო, თუმცა, უფრო გავაძლიეროთ. კარგი გაგებით, არ მოგასვენებთ თქვენ და თქვენს მოადგილეებს, ეს მინდა წინასწარ მომიტევოთ,” – მიმართა ზარქუამ ნათია თურნავას.

მსგავსი თემები