ლონდონი „კოვიდ განგაშს“ აცხადებს, გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს

კოვიდ პანდემიის გამო, დიდმა ბრიტანეთმა განგაში გამოაცხადა. საქართველოს საელჩო ინგლისში განცადებას ავრცელებს და საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს.

განცხადების მიხედვით, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო 20 დეკემბრიდან ლონდონში, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ინგლისის ზოგიერთ ნაწილში ე.წ „კოვიდ-განგაშის“ ახალი, მეოთხე დონის სისტემა “Tier Four” ამოქმედდება, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს: აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში. გამონაკლისია გადაადგილება განათლებისა და სამუშაო ადგილზე მისვლის მიზნით; სტუმართმოყვარეობის სექტორი დახურულია; სახლიდან მუშაობა, სადაც ეს შესაძლებელია; ყველა სახის სავაჭრო ობიექტი და საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე გამაჯანსაღებელი გასართობი იხურება; პირმა არ უნდა დატოვოს კოვიდ განგაშის მეოთხე ზონა, სადაც შეზღუდვები მოქმედებს და არ უნდა იმოგზაუროს აღნიშნული ზონის ფარგლებს გარეთ; აღნიშნულ ზონაში მცხოვრებ ადამიანებს შობის დღესასწაულზე ეკრძალებათ დანარჩენი სამ დონის სისტემის ფარგლებში მცხოვრები ოჯახისა და ე.წ “მხარდამჭერი წრის” წევრების მონახულება; აღნიშნული შეზღუდვები მათი შენარჩუნების/შეცვლის მიზნით 30 დეკემბერს გადაიხედება.

მსგავსი თემები