„უნდა ვიფიქროთ, რა არის მიზეზი ამა თუ იმ განსაცდელის“ – მეუფის ქადაგება

  •  

„არა მარტო ეს სენი, არამედ ეს გამომწვევი მიზეზებიც უნდა დავძლიოთ. ჩვენ ხომ  უნდა ვიფიქროთ, რა არის მიზეზი ამა თუ იმ განსაცდელის, რომ ხშირად ეს არის ჩვენი არასწორი ცხოვრება, ჩვენი ცოდვები, დაშორება ღმერთთან“ – აღნიშნა მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

მეუფის ქადაგებით, პანდემია გადაივლის და ერიც გაჯანსაღდება.

„უფალმა ინებოს, რომ დავძლიოთ ეს მძიმე განსაცდელი, რომელიც გვაქვს პანდემიის სახით მთელ ერს და მსოფლიოს. განსაცდელის მეშვეობით უფალი გვასწავლის, როგორც თავის შვილებს მამა ასწავლის, რომ გამოსწორდნენ, მოინანიონ, შეინანონ და დაბრუნდნენ უფლის წიაღში. ამ ყველაფერზე გვაფიქრებს დღევანდელი დღე”, – იქადაგა  მეუფემ წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს სადღესასწაულო წირვა-ლოცვისას.

მსგავსი თემები