“საქართველოს აქვს იმის რესურსი, რომ მოახდინოს კორონავირუსის ყველა სახის ვაქცინის ლოჯისტიკა” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს აქვს იმის რესურსი, რომ მოახდინოს კორონავირუსის ყველა სახის ვაქცინის ლოჯისტიკა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, გუშინ გაიმართა ვაქცინაციის საბჭოს სხდომა, სადაც იმსჯელეს იმის თაობაზე, თუ ვინ მიიღებს პირველ რიგში კორონავირუსის ვაქცინას.

„მუშაობა გრძელდება და მივალთ შეჯერებულ გადაწყვეტილებაზე, ყველა იმ რეკომენდაციაზე დაყრდნობით, რომელიც გვაქვს ევროპის ქვეყნებიდან. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ვამზადებთ ჩვენ სისტემას ყველა ვაქცინის მისაღებად, სისტემაში ჩატარებულია აუდიტი, რომელიც გვიჩვენებს, რომ რეალურად შეგვიძლია ქვეყნის მასშტაბით შევძლოთ და გავაკეთოთ ყველა სახის ვაქცინის ლოჯისტიკა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი “,- განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი თემები