„ვმუშაობთ ამ თემაზე, მოხდა მისი ძმის დაკავება“ – შს მინისტრი ძებნილ ბადრი ესებუაზე

შინაგან

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა, დღეს 2020 წელი შეაჯამა და ანგარიში წარადგინა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ძებნილ ბადრი ესებუასთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

„კიდევ ერთხელ ბოდიში უნდა მოვიხადო. წინაზეც იყო ეს შეკითხვა და ხედავთ, რომ ვმუშაობთ ამ თემაზე. მოხდა მისი ძმის დაკავება, რომელიც ეხმარებოდა და აკრძალული ნივთები გადაჰქონდა. ვმუშაობთ და ღიად ვერ ვსაუბრობთ ამ თემასთან დაკავშირებით”, – განაცხადა გომელაურმა.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმისა და მძევლების აყვანისთვის, შსს-მ ბადრი ესებუაზე ძებნა გამოაცხადა. მას ბრალად ედება  ტერორისტულ აქტის განხორციელება, მძევლად ხელში ჩაგდებას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება. ბადრი ესებუას ძმა კი რამდენიმე დღის უკან დააკავეს.

მსგავსი თემები