მთავრობა ფრთხილობს, გახსნას თუ არა სავაჭრო ქსელები 24 დეკემბერს

საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადება 24 დეკემბრიდან ე.წ. ლოქდაუნის გახსნასთან დაკავშირებით, ემ ეტაპისთვის ისევ საეჭვოა. მოლოდინი იმისა, რომ შეზღუდვები არ მოიხსნება უფრო დიდია, ვიდრე პირიქით.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ყველაფერი დამოკიდებულია სავაჭრო ინდუსტრიის წარმომადგენლებზე, კერძოდ კი იმაზე, რა პასუხისმგებლობას იღებენ ისინი საკუთარ თავზე.

„საზოგადოებაში არაერთგვაროვანი განწყობაა 24 დეკემბრიდან რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით, რადგან ყველა ხედავს, რომ ჩვენ კონტროლქვეშ ავიყვანეთ მეორე ტალღის მართვა და ჯანდაცვის სექტორმაც ამოისუნთქა, რადგან აღარ არის დამანგრეველი ზეწოლა, რომელსაც ჩვენზე მდიდარი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებიც ვერ უძლებს. ძალიან ფრთხილად ვაკვირდებით ტენდენციებს. ხვალ შეხვედრა მაქვს არასასურსათო ვაჭრობის სექტორთან და მათგან მოვისმენ, თვითონ რა პასუხისმგებლობას იღებენ თავის თავზე და როგორ ხედავენ რიგების მართვის მექანიზმებს. ამის შემდეგ კვლავ შევიკრიბებით, ვისმჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი თემები