“ნებისმიერი ვაქცინის გვერდითი რეაქცია მოსალოდნელი შეიძლება იყოს” – ენტონი ფაუჩი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმგანაცხადა, რომ ნებისმიერი ვაქცინის გვერდითი რეაქცია მოსალოდნელი შეიძლება იყოს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ალასკის შტატში სამედიცინო მუშაკისთვის გაკეთებულმა ვაქცინამ უარყოფითი რეაქცია გამოავლინა.

„მას შემდეგ, რაც ვაქცინა ფართოდ გაეშვება, საუბარია ათობით და ასობით მილიონ დოზაზე. ასე რომ, შეიძლება ისეთი რეაქციები დავინახოთ, რომელიც კლინიკური კვლევების ფარგლებში არ დაფიქსირდა“, – აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.

მსგავსი თემები