„სხვა რა მტკიცებულების წარმოდგენა შეგვიძლია, რომ დაგანახოთ ჩვენი ზრუნვა“ – ამერიკის ელჩი

საქართველოში ამერიკის შეერთებული ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით,  ყველას აქვს უფლება, საკუთარი აზრის ქონდეს, თუმცა, არსებობს განსხვავება მოსაზრებასა და ფაქტს შორის. ფაქტი არის, რომ საქართველოს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს.

როგორც კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, აშშ-ის საელჩო 30 წელია, ძალიან ბევრს მუშაობს, რათა დაეხმაროს საქართველოს, განავითაროს ჯანდაცვა, განავითაროს თავდაცვა, შექმნას სამუშაოები ქართველებისთვის.

„სხვა რა მტკიცებულების წარმოდგენა შეგვიძლია, რომ დაგანახოთ ჩვენი ზრუნვა. ეს არის სიმართლე, მიუხედავად იმისა, ვის ექნება ძალაუფლება აქ თუ თეთრ სახლში, ჩვენი ვალდებულება საქართველოს წარმატების მიმართ არ შეიცვლება“, – განუცხადა კელი დეგნანმა მედიას.

მსგავსი თემები