“მინდა მას მადლობა ვუთხრა კარგი პოლიტიკოსობის გამო” – კარლ ჰარცელი გრიგოლ ვაშაძეზე

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი გრიგოლ ვაშაძის “ნაციონალური მოძრაობიდან” წასვლის ფაქტს ეხმაურება და მას კარგი პოლიტიკოსობისთვის მადლობას უხდის. როგორც ჰარცელი აცხადებს, მომხდარის გამო ძალიან წუხს.

“რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილებას პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით, ეს მას უნდა ჰკითხოთ. მე კი მინდა მას მადლობა ვუთხრა კარგი პოლიტიკოსობის გამო. ჩვენ ბევრი დრო დავხარჯეთ დიალოგის მისაღწევად, რაც საბოლოოდ 8 მარტის შეთანხმებით დასრულდა. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს მოხდა, დარწმუნებული ვარ მომავალში კიდევ გვექნება თანამშრომლობის საშუალება. მადლობა მას გასული თვისთვის,” – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

მსგავსი თემები