“ბუნებრივია, “ნაციონალური მოძრაობისთვის” ეს იქნება დამაზიანებელი, ეს ნიშნავს მათი დაშლის ერთ-ერთ წინაპირობას” – მამუკა მდინარაძე გრიგოლ ვაშაძის წასვლაზე

“ნაციონალური მოძრაობიდან” გრიგოლ ვაშაძის წასვლა პარტიისთვის დამაზიანებელი იქნება. ასე ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მიმდინარე პროცესებს. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება “ნაციონალური მოძრაობის” დაშლის ერთ-ერთ წინაპირობაა. 

“ბუნებრივია, “ნაციონალური მოძრაობისთვის” ეს იქნება დამაზიანებელი, როდესაც თავმჯდომარე, კონკრეტული გაცხადებული თუ დამალული მიზეზების გამო მიდის კონკრეტული პარტიიდან, ეს ნიშნავს მათი დაშლის ერთ-ერთ წინაპირობას. ანტიდასავლური პროპაგანდა, რომელსაც დაადგა ეს პარტია, როგორც ჩანს მისი ლიდერისთვის შემაწუხებელი აღმოჩნდა და მეორეა, რაზეც მან ვერ ილაპარაკა. როდესაც აღმოჩნდება პარალელურ რეჟიმში, რომ გაყალბდა პარალელური დათვლის მონაცემები. ეს არის უდიდესი სკანდალი, რაც ერთ-ერთი ფაქტორი იქნებოდა იმ ბევრ ფაქტორს შორის, რომელმაც შეიძლება გადაწყვეტილება მიაღებინა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს,“ – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მსგავსი თემები