აჭარის უმაღლეს საბჭოსთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია ორი პირი

აჭარის უმაღლეს საბჭოსთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინცინდენტის დროს აქციის ორი მონაწილე: ხათუნა ბერიძე და ნუგზარ ხოზრევანიძე დააკავეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი თანამოაზრეები აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობაზე სტიკერების -“გაყალბებული არჩევნები” გაკვრას ცდილობდნენ, რის საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს. დაკავებულები სამართალდამცავებმა განყოფილებაში გადაიყვანეს, რაც შეეხება აქციის მონაწილეებს ისინი აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან რჩებიან და საყვირებით პროტესტს აგრძელებენ. ისინი “ქართული ოცნების” დეპუტატებს “მონებს” უწოდებენ.

“უკანონოდ დააკვეს 2 პირი. სტიკერების გაკვრა დანაშაული არ არის “,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მსგავსი თემები