ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენს გამარჯვება მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინმა „ტელეგრამში“ დაწერა, რომ ჯო ბაიდენს საქმიანობაში წარმატებას უსურვებს. ის დარწმუნებულია, რომ რუსეთი და აშშ, უთანხმოების მიუხედავად, შეძლებენ დღეს მსოფლიოს წინაშე მდგარი მრავალი პრობლემისა და გამოწვევის გადაწყვეტას რეალურად შეუწყონ ხელი.

პუტინის განცხადებით, ქვეყნებს გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავის მხრივ მზად, არის ბაიდენთან ურთიერთანამშრომლობისა და კომუნიკაციისთვის.

მსგავსი თემები