“გრიგოლ ვაშაძე დიდი დანაკლისია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, თუმცა მესმის მისი გადაწყვეტილების და წარმატებებს ვუსურვებ” – სალომე სამადაშვილი

“ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძე დიდი დანაკლისია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, თუმცა მესმის მისი გადაწყვეტილების და წარმატებებს ვუსურვებ მას,” – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი პარტიიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლას.

როგორც ის აცხადებს, პარტიისთვის კარგი იქნება, თუ გრიგოლ ვაშაძის წასვლა სამომავლო სატრატეგიის მიმართულებით აზრიან მსჯელობას შეუწყობს ხელს.

„ცხადია, ნებისმიერ პარტიას და „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის გამონაკლისი, არჩევნების შემდეგ უწევს მსჯელობა სამომავლო სტრატეგიაზე. თუ ბატონი გრიგოლის გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით უფრო აზრიანი მსჯელობის განვითარებას, კარგი იქნება პარტიისთვისაც და მათთვისაც, ვისაც ეს პარტია ეიმედება”,- წერს სამადაშვილი „ფეისბუქში“.

მსგავსი თემები