“გრიგოლ ვაშაძემ დაადასტურა ის, რასაც დიდი ხანია “ნაცმოძრაობაზე” ვსაუბრობთ” – კახა კუჭავა

„გრიგოლ ვაშაძემ დღევანდელი განცხადებით დაადასტურა ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია “ნაციონალურ მოძრაობაზე” ვსაუბრობთ. მათ, არათუ სტრატეგია არ გააჩნიათ, რეალურად ერთ-ერთ ყველაზე დიდ ანტიდასავლურ ძალად ყალიბდებიან, – ასე აფასებს “ქართული ოცნების” წევრი კახა კუჭავა “ნაციონალური მოძრაობიდან” გრიგოლ ვაშაძის წასვლის საკითხს.

როგორც კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა, გრიგოლ ვაშაძის კომენტარი, რომ ის ვერ ეგუება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიმართ გამოთქმულ შეტევებს და ლანძღვა-გინებას, მისაღები უნდა იყოს ყველა იმ ქართველისთვის ვინც თვლის, რომ ამ ქვეყანას არ აქვს სხვა გზა, თუ არა დასავლეთისკენ სწრაფვა.

“მან ეს ვერ დაინახა იმ პარტიაში, რომელსაც თავი ყოველთვის მოჰქონდა პროდასავლურ და პროევროპულ ძალად. ამ ბოლო პერიოდში რეალურად ძალიან კარგად მოხდა მათი ლუსტრაცია, რომ წარმოადგენენ ძალიან ძლიერ ანტიდასავლურ ძალას. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. დანარჩენ დეტალებზე ალბათ თვითონ ისაუბრებს”, – განაცხადა კუჭავამ.

მსგავსი თემები