„2021 წელი მოგვადგა – მე-11 არმია ისევ თბილისშია“ – ირაკლი ოქრუაშვილი

„1921 წელი – სახელმწიფოებრიობა დავკარგეთ, თბილისში შემოსული მე-11 არმია, ბათუმიდან გემით გაქცეული დეზერტირი ელიტა, “ტყეში გასული” პატრიოტთა მცირე ნაწილი და ა.შ,“ – წერს სოციალური ქსელში პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.

როგორც ოქრუაშვილი აღნიშნავს „100 წელი გავიდა და ისევ იქ ვართ“:

„2021 წელი მოგვადგა – მე-11 არმია ისევ თბილისშია ხელისუფლებაში ღრმად გამჯდარი. ამჯერად არა აზერბაიჯანიდან შემოჭრილი, არამედ უფრო დახვეწილი მეთოდებით, 100 წლის წინ გაქცეული ელიტის შთამომავლების თუ სხვა ფრანგულ-რუსულ, თუ კიდევ კაცმა არ იცის რა, პასპორტიანების სახით.

100 წელი გავიდა და ისევ იქ ვართ – სახელმწიფოებრიობას ვკარგავთ.“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

მსგავსი თემები