აზერბაიჯანი და სომხეთი ტყვეებს გაცვლიან

აზერბაიჯანში, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სახელმწიფო კომისიის განცხადებით, სომხეთთან ტყვეების გაცვლის პროცესი დაიწყო.

როგორც კომისიაში აცხადებენ, შეთანხმება ორ მხარეს შორის ტყვეების გაცვლაზე უკვე  მიღწეულია და ეს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობის მონაწილეობით მოხერხდა.

არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანს ტყვედ ჰყავს 60 სამხედრო მოსამსახურე, თუმცა, მოწინააღმდეგე მხარე ოფიციალურ ბაქოს ტყვეების ზუსტი რაოდენობის დამალვაში ადანაშაულებს.

მსგავსი თემები