„გირჩი“ და ელისაშვილი რომ შევიდეთ, ვის დავკარგივართ, ჩვენ იქ „ნაცმოძრაობა გვჭირდება“ – ვახტანგ მეგრელიშვილი

„პროცესი კუდიანების დევნად არ უნდა იქცეს. არადა, „ქართული ოცნება“ დღეს სწორედ ამას აკეთებს. ის გვიშლის ხელს ამ მოლაპარაკებებში და ნებისმიერ კონსტრუქციულ საუბარში. როდესაც ნებისმიერ შენს კოლეგას ვიღაც ემუქრება დაჭერით და შენ იმ კოლეგასთან ერთად ზიხარ, მერე არ შეგიძლია შენ სხვასთან ურთიერთობა“ – ეს განცხადება „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

როგორც მეგრელიშვილი განმარტავს,  მთავარია, „ქართული ოცნება“ და  „ნაციონალური მოძრაობა“ დალაგდეს, „გირჩი“ პრობლემა არ არის.

„ნაციონალური მოძრაობა“ უზარმაზარი პარტიაა და ჩვენ ვის დავკაგივართ. ჩვენ არ ვართ პრობლემა, არც ელისაშვილი არ არის პრობლემა. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნებაა“ პრობლემა ამ ქვეყანაში ეს ხალხი უნდა დალაგდეს ჯერ და თუ ისინი დალაგდებიან, ჩვენ პრობლემა არ გვაქვს.  თუ ისინი ვერ დალაგდებიან, მაშინ ეს პარლამენტი ვერ იქნება და შესაბამისად, ჩვენ იქ არაფერი გვესაქმება“ – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, ამომრჩეველს უნდა, რომ გირჩი შევიდეს პარლამენტში, მაგრამ ამისთვის აუცილებელია რომ მოქმედი პარლამენტი იყოს ნამდვილი პარლამენტი.  

„ჩვენ, ალეკო ელისაშვილი და „ქართული ოცნება“ ერთად რომ დავსხდეთ და რაღაც-რაღაცეებზე დავიწყოთ ლაპარაკი, რომელი თქვენთაგანი დაგვიჯერებს, რომ იქ მართლა რაღაცეებზე ვკამათობთ. დაგვიჯერებთ? ეს სისულელე იქნება. ჩვენს ამომრჩეველ უნდა რომ შევიდეთ, მაგრამ უნდათ, პარლამენტში შევიდეთ და არა სხვაგან. ეს კი პარლამენტი არ არის. რომ შევიდეთ, დღევანდელი მოცემულობით, „გირჩისნაირი“ პარტიით პარლამენტი ვერ იქნება. ჩვენ იქ „ნაციონალური მოძრაობა“ გვჭირდება, აუცილებლად გვჭირდება „ნაციონალური მოძრაობა“ – განაცხადა მეგრელიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”. 

მსგავსი თემები