„რა დაგვრჩენია, ელჩებსაც ვუბრაზდებით, ქვის სროლა დაგვრჩა მარტო“ – ვახტანგ მეგრელიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„როდესაც მძიმე მდგომარეობაში ხარ, ქვეყანაში ასეთი კრიზისია და არ იცი, ხვალ რა დაგჭირდება, არ მგონია, პრაგმატული იყოს დასავლეთის ინსტიტუტებთან საქმის გაფუჭება“, – ეს განცხადება „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „მედიაცენტრ მტავარში“ გააკეთა.

მისი შეფასებით, დიპლომატების მიმართ თავდასხმა გამართლებული არ არის და არ იზიარებს მსგავს ქმედებებს.

„ჩვენს ქვეყანაში არ გვაქვს არც ერთი ინსტიტუტი, რომელსაც ვენდობოდით. მართლა რამე რომ დაგვემართოს, თუ ვინმეს იმედი გვაქვს, ეს არის დასავლეთი და ორი მთავარი ინსტიტუტი – აშშ-ის და  ევროკავშირის. დავუშვათ, შეიძლება ეს ადამიანი კარგი ან ცუდი იყოს, შეიძლება ცუდი ხასიათი ჰქონდეს, რაღაცა უყვარდეს, მაგრამ ცუდ და კარგ ადამიანზე კი არ არის, ის არის ინსტიტუტის წარმომადგენელი.როდესაც მძიმე მდგომარეობაში ხარ, ასეთი კრიზისია, არ იცი, ხვალ რა დაგჭირდება, შეიძლება, ხვალ ბევრად უარეს კრიზისში აღმოვჩნდეთ და კიდევ უფრო მეტად დაგვჭირდეს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა, მე არ მგონია, პრაგმატული იყოს ამ ინსტიტუტებთან საქმის გაფუჭება. მე არავითარ შემთხვევაში ასე არ მოვიქცეოდი“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე თქმით, საერთოდ რა დაგვრჩენია, ელჩებსაც ვუბრაზდებით და მხოლოდ ქვების სროლა დაგვრჩა.  

მსგავსი თემები