10 არგუმენტიდან, როგორ გაყალბდა არჩევნები, ჩვენთვის ISFED და პარალელური დათვლა იყო ერთ-ერთი – ალეკო ელისაშვილი

როგორც ოპოზიციის წევრები აცხადებენ, ახლა მთავარია გაეცეს კითხვას პასუხი, თუ რატომ არ გაამჟღავნა ორგანიზაციამ ხარვეზის შესახებ ინფორმაცია უფრო ადრე.

“როგორც თვითონ ამბობენ, მათ დაუშვეს შეცდომა. ეს არ არის მარტივი შეცდომა, ეს არის ძალიან მძიმე შეცდომა. ფაქტი სახეზეა და ამ ფაქტიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ ოპოზიციას გვაქვს სხვა ბევრი მტკიცებულება გაყალბებებთან დაკავშირებით, გარდა “ისფედის” მიერ წარდგენილი მონაცემებისა. მთავარი საკითხი ჩემი აზრით არის, რომ თუ უფრო ადრე იცოდნენ, რატომ არ გაამჟღავნეს ეს ინფორმაცია,” – განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. 

ალეკო ელისაშვილის შეფასებით, ISFED-ის ხარვეზმა ოპოზიციის არგუმენტები დაასუსტა.

“ბოლოს რაც მოხდა, რა თქმა უნდა, დააზიანა ISFED. იმ 10 არგუმენტიდან, რომლის თქმასაც ვაპირებთ, როგორ გაყალბდა არჩევნები, ჩვენთვის “ისფედი” და პარალელური დათვლა იყო ერთ-ერთი. თუმცა, სხვა არგუმენტებიც გვაქვს,” – აღნიშნა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი თემები