აშშ-ის სამთავრობო ქსელებზე ჰაკერების თავდასხმა განხორციელდა

ჰაკერების თავდასხმა შეერთებული შტატების სამთავრობო ქსელებზე – ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კიბერშეტევა სახაზინო და სავაჭრო დეპარტამენტების სატელეკომუნიკაციო ადმინისტრაციაზე განხორციელდა. მომხდართან დაკავშირებით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპეციალური სხდომა გაიმართა თეთრ სახლში.

კიბერშეტევის დეტალებს ფედერალური საგამოძიებო ბიურო იძიებს. “როიტერსის” წყაროს ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმის უკან, შესაძლოა, რუსეთი იდგეს.

მსგავსი თემები