საქართველოში ფრანგი და ნორვეგიელი მწერლები ჩამოდიან

საქართველოს ფრანგი მწერალი მიშელ უელბეკი ეწვევა. უელბეკის გარდა, საქართველოში ნორვეგიელი მწერალი ერლენდ ლუც ჩამოვა.

მწერლებთან შეხვედრა მაისსა და ივნისში გაიმართება. მასპინძლობას თბილისში, დავით გარეჯსა და ყაზბეგში თანამედროვე ქართველი ავტორი არჩილ ქიქოძე გაუწევს.

სპეციალურად ორივე ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი ჩამოვა.

მსგავსი თემები