“ამ სიტუაციაში, ჩემთვის ყველა მხარე ქართული მხარეა, ძალიან კარგად ვარჩევ მტყუანს და მართალს” – მეუფე იაკობი

მეუფე იაკობი საკვირაო ქადაგებაში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ამბებს შეეხო და თქვა, რომ საქართველოზე წინ არავინ დგას, არც საერო და არც სასულიერო პირი. 

“საქართველოზე წინ არავინ დგას, არც თითოეული ჩვენთაგანი და არც არავინ, ეს უნდა გავითავისოთ. ამ სიტუაციაში, ჩემთვის ყველა მხარე ქართული მხარეა, ძალიან კარგად ვარჩევ მტყუანს და მართალს, ვიცი გარჩევა შავის და თეთრის, მაგრამ ეს ისეთი პერიოდია, ვერც ერთის მხარეს ვერ დავიჭერ. კორონას კი დავამარცხებთ, მაგრამ მთავარია ერთმანეთი არ დავამარცხოთ. ამიტომ მოვუწოდებ კიდევ ერთხელ ერს, შევრიგდეთ, თუ არ შევრიგდით, არაფერი გამოვა. ყველა გავალთ ამ ქვეყნიდან, არც სკამი შეგვრჩება, არც ეპისკოპოსებად გავალთ, არც ქვეყნის მმართველებად და არც ოპოზიცია-პოზიციად. წარვსდგებით ჩვეულებრივი მოკვდავი უფლის წინაშე, რეგალიები არ წაგვყვება და საქართველოზე წინ ჩვენი თავი არავინ დავაყენოთ, “- აღნიშნა ქადაგების დროს მეუფე იაკობმა.

ბოდბელი ეპისკოპოსი საკვირაო ქადაგებაში კორონავირუსის გავრცელების საკითხსაც შეეხო და ექიმებს მადლობა გადაუხადა. მეუფე იაკობის თქმით, გადაგვარებული სამყაროსთვის ვირუსი აუცილებელი იყო. 

მსგავსი თემები