5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 50 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. საქართველოს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 01:29 საათზე დაფიქსირდა.  ეპიცენტრი კი  რუსეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 50 კმ-ში იყო, კერძოდ კი ჩეჩნეთში.

მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5.0 მაგნიტუდას (ML) შეადგენდა და ბიძგები საქართველოშიც საგრძნობი იყო.

მსგავსი თემები