დონარა კინწურაშვილი გარდაიცვალა

ავადმყოფობის შემდეგ, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა დონარა კინწურაშვილი საქართველოს ტელევიზიის ყოფილი დიქტორი და წამყვანი.

დონარა კინწურაშვილი 1963 წელს, 21 წლის ასაკში მივიდა ტელევიზიაში და 45 წელი იმუშავა.

დონარა კინწურაშვილი იყო არაერთი გადაცემის, მათ შორის საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ წამყვანი.

80-იანი წლების მაყურებელს კარგად ახსოვს გადაცემა „ცეროდენას ეკრანი“, რომელიც დონარა კინწურაშვილს მიჰყავდა.

მსგავსი თემები