„მათ სურთ მოლაპარაკებების ჩაშლა“ – ირაკლი კობახიძე

მმართველი გუნდის აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის  განცხადებით, ელჩების მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლა ერთი მხრივ, სააკაშვილი-გვარამიას მეორე მხრივ კი, უგულავა-ბოკერიას რადიკალურ გუნდს სურს.

კითხვაზე, ვინ ცდილობს მოლაპარაკების ჩაშლას, ირაკლი კობახიძემ ასე უპასუხა: „ვინ შლის მოლაპარაკებებს, ეს არის ცხადზე უცხადესი – „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური ფრთა სააკაშვილი-გვარამიას ფრთა და ეს არის „ევროპული საქართველო“, რომელიც მთლიანად რადიკალური ფრთისგან შედგება და იქ არანაირი სხვა ფრთა არ არის. ერთ მხარეს არიან სააკაშვილი-გვარამია და მეორე მხარეს ბოკერია-უგულავა. მათ აქვთ ასეთი პოზიცია, მათ სურთ მოლაპარაკებების ჩაშლა. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებს, იქ არის ყველანაირი რესურსი“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი მოლაპარაკებისთვის მზადაა.

მსგავსი თემები