“პირდაპირ ჩანდა კობახიძის შუბლზე, რომ ISFED-თან გარიგება მიღწეული იყო” – შალვა ნათელაშვილი

ISFED -ის მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების დაზუსტებას, საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე ეხმაურება. 

შალვა ნათელაშვილი ორგანიზაციას აკრიტიკებს და ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ საკუთარი რეალური სახე გამოაჩინა და ის სანდოს სახელით ვეღარ სარგებლობს. 

“შეიძლება ადამიანი გუშინ იყოს ანგელოზი და დღეს გახდეს მკვლელი. ეს არასამთავრობო შეიძლება გუშინ იყო სანდო და დღეს გამოაჩინოს თავის სახე, როგორც გამოაჩინა ISFED-მა. მაშინვე გაგვიჩნდა ეჭვი, რომ ასე დაჟინებით რატომ მოითხოვდნენ მაინცდამაინც ამ არასამთავრობოს მიერ მიღუბული შედეგების შედარებას მთლიანად არჩევნების ბალანსთან. ეჭვი მაშინვე გაგვიჩნდა და დიდი ინტელექტი ამ ეჭვის გაჩენას არ სჭირდებოდა, უკვე ჩანდა პირდაპირ კობახიძის შუბლზე, რომ გარიგება მიღწეული იყო რომ თუ მივცემდით თანხმობას და დაიწყებოდა გადათვლა, ისინი მიაახლოებდნენ ისე ჟვანიას დაწერილ მონაცემებთან, რომ 1%-იან განსხვავება არ დამჯდარიყო,“ – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

მსგავსი თემები