„ისინი უმძიმესი ფორმებით აშანტაჟებენ და აბულინგებენ პოლიტიკოსებს“ – ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციაზე

„ოსტატები და არჩევნებს გაყალბების დამამკვიდრებლები“ – ასე უწოდებს ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციას და სურვილი აქვს, რომ ისინი საქართველოს პარლამენტში არ იხილოს. 

„ეს არის რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება შექმნილ ვითარებაზე. რაც შეეხება მათ, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულს საქართველოს“, ისინი არიან ოსტატები და საქართველოში არჩევნების გაყალბების დამამკვიდრებლები. მათ ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოში არჩევნები არ გაყალბებულა. აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობა იმაზე, რომ გუშინ პარლამენტში არ იყვნენ წარმოდგენილები ოპოზიციურ პარტიები, მთლიანად ეკისრება რადიკალურ ოპოზიციას. არა მხოლოდ ისინი უცხადებენ საბოტაჟს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ისინი აბულინგებენ და აშანტაჟებენ უმძიმესი ფორმებით ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელსაც აქვს განსხვავებული პოზიცია. ასეთი პოლიტიკური პარტიების ადგილი არ არის საქართველოს პარლამენტში. იმედს გამოვთქვამთ, რომ ასეთი პოლიტიკური პარტიები არ შემოვლენ პარლამენტში და ჯანსაღი ოპოზიცია დაიკავებს სკამებს სხდომათა დარბაზში“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

მსგავსი თემები