„76 დეპუტატი ეს არის სხდომის გახსნის ქვორუმი და არა პარლამენტის ლეგიტიმაციის განმსაზღვრელი“ – ეკა ბესელია

„არის თუ არა დღეს პარლამენტი კონსტიტუციით ლეგიტიმური ? არა თუ მას არ ეყოლება წევრთა 2/3 ანუ 100 დეპუტატი,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკა ბესელია წერს.

პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ მსგავსი მოცემულობით, რაც ახლაა პარლამენტი კარგავს ლეგიტიმაციას:

„უფლებამოსილებას როდესაც შეიწყვეტს დეპუტატთა ის რაოდენობა , რომელიც იქნება 100 ზე ნაკლები , ეს ნიშნავს, რომ პარლამენტი კონსტიტუციით კარგავს ლეგიტიმაციას! უბრალო უმრავლესობა. ანუ 76 დეპუტატი ეს არის სხდომის გახსნის ქვორუმი და არა პარლამენტის ლეგიტიმაციის განმსაზღვრელი. მეორე საკითხია საკონსტიტუციო ცვლილებების ქვირუმი: 113 დეპუტატი თუ არ არის 113 დეპუტატი პარლამენტში როგორც წევრი , ასევე არ არის პარლამენტი საკონსტიტუციო ლეგიტიმაციის მატარებელი. ამდენად , სახეზე გვაქვს რეალობა როდესაც წევრთა რაოდენობა 113 -ს ჩამოსცდება, პარლამენტის -როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს სამართლებრივი ლეგიტიმურობა არ არის!“, – წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები