აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის სარჩელი უარყო

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის სარჩელი უარყო.

უპრეცედენტო სარჩელი, რომელსაც 18 შტატის გენერალური პროკურორი და 106 რესპუბლიკელი კონგრესმენი უჭერდა მხარს, ტრამპის იურისტებმა ტეხასის შტატში შეიტანეს.

სარჩელში ტრამპი და მისი მხარდამჭერები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ ოთხ შტატში: პენსილვანიაში, ჯორჯიაში, მიჩიგანსა და უისკონსინში. ოთხივე შტატში გამარჯვება ჯო ბაიდენმა მოიპოვა.

მომჩოვანი მხარე ამტკიცებდა, რომ აღნიშნულ შტატებში საარჩევნო პროცედურები კენჭისყრამდე განზრახ შეცვალეს, რათა დემოკრატ კანდიდატს უპირატესობა მიეღო და შესაბამისად, ამ შტატებში შედეგები უნდა გაუქმდეს.

აშშ-ის უზენაეს სასამართლოში განაცხადეს, რომ ტეხასს აღნიშნული საქმის განსახილველად უფლებამოსილება არ გააჩნია.

დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ამ დრომდე არ უღიარებია. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა.

აშშ-ის საარჩევნო კოლეგია 14 დეკემბერს შეიკრიბება. სხდომაზე ჯო ბაიდენს გამარჯვებულად ფორმალურად დაამტკიცებენ.

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 20-21 იანვარს გაიმართება.

მსგავსი თემები