“უარს ვამბობთ პარლამენტში შესვლაზე და თუ ვერ გამოვიყენებთ ელჩების დახმარებას და წარუმატებლად დავასრულებთ მოლაპარაკებას, ყველა დეპუტატი უარს იტყვის მანდატებზე”

„გირჩი“ უარს ამბობს არასრულფასოვან პარლამენტში შესვლაზე და იმ შემთხვევაში, თუ ვერ გამოვიყენებთ ბოლო შანსს – ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ელჩების დახმარებას და წარუმატებლად დავასრულებთ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას, „გირჩის“ ყველა არჩეული დეპუტატი უარს იტყვის მანდატებზე”, -ამის შესახებ პარტია „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პარლამენტში შესვლას მაშინ აქვს აზრი, თუ ის იქნება “ნამდვილი პარლამენტი“.

„დღეს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი ვერ შედგა. ვერ შედგა ორი მიზეზის გამო: ის იყო ერთპარტიული და დღეს იქ არ იყო კონსტიტუციის ცვლილებისთვის საჭირო პარლამენტართა მინიმუმიც კი – 113 ადამიანი. ჩვენ, არჩევნების დასრულების დღიდან მოყოლებული ვამბობთ, რომ პარლამენტში შესვლას აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ ის ნამდვილად იქნება პარლამენტი, რაც ნიშნავს იმასაც, რომ იქ არის განსხვავებული აზრი და შესაძლებელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. „გირჩი“ უარს ამბობს არასრულფასოვან პარლამენტში შესვლაზე და იმ შემთხვევაში, თუ ვერ გამოვიყენებთ ბოლო შანსს – ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ელჩების დახმარებას, და წარუმატებლად დავასრულებთ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას, „გირჩის“ ყველა არჩეული დეპუტატი უარს იტყვის მანდატებზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები