“ალეკო ელისაშვილი გადმოვულოცეთ ხელისუფლებას, ის აღარ არის ოპოზიციის რიგებში” – კახა კუკავა

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, ოპოზიციაში არანაირი განხეთქილება არ არის.

კუკავას თქმით, შესაძლოა, არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ოპოზიცია ერთიანია იმ საკითხის ირგვლივ, რომ პარლამენტი არის არალეგიტუმური და იქ შესვლას არავინ აპირებს.

მისივე განმარტებით, გამონაკლისია ალეკო ელისაშვილი, რომელიც ოპოზიციის რიგებში აღარ მოიაზრება.

„არანაირი განხეთქილება არ არის, ალეკო ელისაშვილი გადმოვულოცეთ ხელისუფლებას, ის აღარ არის ჩვენს რიგებში და ოპოზიციის რიგებში. აზრთა სხვადასხვაობა შეიძლებ იყოს, მაგრამ ეს პარლამენტი რომ არის არალეგიტუმური და ამ პარლამენტში შესვლას არავინ აპრებს, ეს საკითხი დახურულია. ელისაშვილი არის გამონაკლისი და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ბიძინა ივანიშვილს, ივნიშვილს მეტი არც ერთი პარტიის იმედი არ შეუძლია, ჰქონდეს.

რაც შეეხება „რესპუბლიკელებს“, მათ გააკეთეს განცხადება, როგორც კი მლაპარაკების პროცესი დაიხურება, „რესპუბლიკელები“ შეიწყვეტენ დეპუტატის მანდატს და არ შევლენ ისინი პარლამენტის შემადგენლობაში. ეს განცხადება ძალიან კონკრეტულად გააკეთეს“, – განაცხადა კახა კუკავამ.

მსგავსი თემები