“ქვეყნის კეთილდღეობა, მათ შორის ევროატლანტიკური საფრთხეშია, თუ შეთანხმება ვერ მოხდა, პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება”- ევროპარლამენტარები საქართველოზე

საქართველოს პარლამენტის შეკრებამდე 1 დღით ადრე ევროპის პარლამენტი შეიკრიბა პარტნიორი ქვეყნის პრობლემებზე სამსჯელოდ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომიტეტზე სრული საათი დაუთმეს პოლიტიკურ კრიზისზე მსჯელობას. მოკლე შეფასება ასეთია: ქვეყნის კეთილდღეობა, მათ შორის ევროატლანტიკური – საფრთხეშია, თუ შეთანხმება ვერ მოხდა, პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება. მოწოდებების ადრესატი ამჯერად სხდომაზე ოპოზიცია იყო, რომელსაც ევროპელი კოლეგები პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, მრავალფეროვან პარლამენტში საქმიანი მსჯელობა პრობლემების დაძლევის გზაა. ამ მოწოდებებით აქტიურობდნენ ისეთი ევროდეპუტატებიც.

ევროდეპუტატებმა სხდომაზე არაერთხელ გამოთქვეს წუხილი იმის გამო, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისია 31 ოქტომბრის არჩევნებზე ვერ იყო წარმოდგენილი, თუმცა შეფასებებისას არაერთხელ გამოიყენეს ეუთო/ოდირის დასკვნაც. იქ მოყვანილ დადებით შეფასებასთან ერთად უარყოფითზეც თქვეს და აღნიშნეს, რომ ამ საქმეში გულწრფელი შეფასებებია საჭირო. სწორედ ქვეყანაში არსებულ ამ პრობლემებზე აქტიურად მუშაობა წარმოუდგენია, ესტონელ დეპუტატს, მარინა კალიურანდს გამოსავლად.
 
ევროდეპუტატების გამოსვლებში ჩანდა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს მიმართ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების ერთგულები რჩებიან. გამოსვლებში შენარჩუნებული იყო კრიტიკული ხაზი ერთის მხრივ მმართველი გუნდის, მეორეს მხრივ კი ოპოზიციის მისამართითაც, თუმცა ამის მიუხედავად საქართველოს მეგობრებისთვის სწორი გზა ამ სიტუაციაში ერთნაირად გამოიყურება და მრავალფეროვან, ფუნქციურ პარლამენტზე გადის. საგარეო საქმეთა კომიტეტში გამოსვლებზე განცხადებები ისმოდა ამ პროცესში დასავლელი პარტნიორების და დამკვირვებლების როლზეც.

მსგავსი თემები