საქართველოში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 1 694-ს შეადგენს.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 4 146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 129 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 894 ტესტი.

10 დეკემბრის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები