„მონა – ბიძინას კაცებო“ – შეძახილები პარლამენტთან

„მონა – ბიძინას კაცებო“, – ამ და სხვა შეძახილებით ხვდებიან სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან დეპუტატებს, მათ პარლამენტის შესასვლელებთან ჩართული აქვს საბჭოთა ჰიმნი და დეპუტატებს შეძახილების და საბჭოთა ჰიმნის ფონზე უწევთ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა.

პარლამენტის შესასვლელთან და პარალელურ ქუჩებზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები. მიმდინარე ტერიტორიაზე მანქანის გაჩერების შესაძლებლობას არ აძლევენ. დეპუტატებმა საკამნონმდებლო ორგანო შესვლა უკვე დაიწყეს.

მსგავსი თემები