“არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა, მორჩა და დამთავრდა” – გიორგი ვაშაძე

“არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა. სხვადასხვა მოსაზრებებთან დაკავშირებით ვმსჯელობდით, მორჩა და დამთავრდა,” – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ხვალ ჩატარდება პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რის შემდეგაც საზოგადოებას ყველაფერი ეცნობება.

„მეხუთე რაუნდზე ველოდებით დიპლომატებისგან შეხმიანებას. დღეს, ვფიქრობ რომ ძალიან დაამძიმა ფონი ბატონი კობახიძის განცხადებამ იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ხანგრძლივი მსჯელობა გვქონდა. იყო მის განცხადებაში რაღაც შემოთავაზებები გადათვლებთან და სხვადასხვა პროცედურებთან დაკავშირებით, თუმცა ყველაფერი გადაიფარა ნეგატიური კომპონენტებით. ხვალ გვექნება პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებებს მივიღებთ და გაგაცნობთ ამ საბოლოო გადაწყვეტილებას, როგორ და რანაირად მივიღებთ ამ პროცესში მონაწილეობას. სავარაუდოდ, შევუერთდებით იმ პროცესს, რაც არის, თუმცა თუ განსხვავებული პოზიცია გვექნება, ამასაც გაცნობებთ აუცილებლად“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, კითხვაზე, შეიძლება თუ არა საარჩევნო კოდექსი გახდეს პარლამენტში შესვლის პირობა, ვაშაძე აცხადებს, რომ გამორიცხულია.

მსგავსი თემები