„ამ ადამიანების პარლამენტის შესვლა მაგონებს 9 აპრილის მერე, რომ კომპარტიაში შედიოდნენ“ – ირაკლი ოქრუაშვილი

„ეს ყველაფერი გაცვალოს საკუთარი ჰიპოთეკის გადახდაზე ძალიან უხერხულია“ – ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.

პოლიტიკოსი ელისაშვილის განცხადებებს ეხმაურება და თვლის, რომ ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში შესვლა მათი მხრიდან მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ზრუნვაა.

„ეს საკითხი კარგად დავაპროვოცირეთ, ყველამ ყველაფერი იცოდა და არავინ ამაზე ხმას არ იღებდა.

ძალიან ბევრმა ადამიანმა საკუთარი თავი უშვირა ქვასაც და წყლის ჭავლსაც, ბევრი აღმოვჩნდით ციხეში, ბევრი ისევ იქაა, ამ დროს ეს ყველაფერი შესწირო საკუთარი ჰიპოთეკის გადახდას ეს ძალიან ცუდია.

ესენი აპირებენ მორიგეობით შეუერთდნენ პარლამენტს,ამ ადამიანების პარლამენტში შესვლა მაგონებს 9 აპრილის მერე, რომ კომპარტიაში შედიოდნენ იმ ადამიანებს, იციან საზოგადოების განწყობა და ამ ნაბიჯს მაინც დგამენ.

ვინც შევა დღეს პარლამენტში ის შედის „ქართულ ოცნებაში“ და ჩვენ მათი ადგილის დასაკავებლად არ ვიბრძოდით, არ აქვს აზრი ეს ალეკო იქნება თუ პალიკო,“ – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მსგავსი თემები