ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ბენეფიციარის მიმართ შეურაცხოფის ფაქტზე, დაცვის პოლიის თანამსრომელს ბრალი წარუდგინეს

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ბენეფიციაისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისთვის​ პრკურატურამ შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორს ბრალი წარუდგინა.

ინსპექტორ ნ.ზ.-ს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ედება ბრალი.

უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 8 თებერვალს, ქ. თბილისში, შპს “ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში” მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროცესის მიმდინარეობისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ნ.ზ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე ცენტრის ბენეფიციარს ნ.დ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით 2020 წლის 20 ივლისს დაიწყო.
საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულ ნ.ზ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით უკვე მიმართა,”-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განვცხადებაში.

მსგავსი თემები