„პარლამენტში შევალ, რა თქმა უნდა, გეგონება ამით სამშობლოს უნდა ვუღალატო“ – ალეკო ელისაშვილი

თუ მმართველო გუნდა საარჩევნო სისტემის რეფორმას დათანხმდება, ალეკო ელისაშვილი მზადაა პარლამენტში შევიდეს. მისი განცხადებით, საარჩევნო სისტემის რეფორმა მთავარი მონაპოვარი იქნება და საკანონმდებლო ორგანოში თავაწეული შევა.  

„საშვილიშვილო შედეგი მინდა  რომ წამოვიღო და ამისთვის ვიბრძვი მე, პირადად. ერთადერთი, რასაც გავამხელ, ელჩებთან ვსხედვართ და რას ვაკეთებთ საათობით იქ? დროის ¾ ეთმობა დეტალებზე საუბარს – ცესკო როგორ უნდა დაკომპლექტდეს, თავმჯდომარე ვინ უნდა იყოს,  არჩვენების წესი როგორი უნდა იყოს…. ამას მივყვებით საათობით. ეს საქმე კარგად იცის გიორგი ვაშაძემ, „პატრიოტთა ალიანსის“ კაცმა გოჩა თევდორაძემ. მე მწამს, რომ გვაქვს ახლა მომენტი და შესაძლებლობა, მოლაპარაკებიდან ეს გამოვიტანოთ, საქართველოს მომავალი გამოვიტანოთ  – გაწიკწიკებული საარჩევნო წესები და ამისთვის ვიბრძვით. მე იქიდან ეს გარანტია, ეს დოკუმენტები მეჭირება ხელში. პარლამენტში შევალ რა თქმა უნდა. ისე გახადეს, რომ პარლამეტში არ შეხვიდე, გეგონება სამშობლოს უნდა უღალატო. გეგონება, საქარველოს უნდა უღალატო პარლამენტში თუ შევალ. ამით თუ გამოვალ, იქიდან გამოვალ თავ აწეული“ – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.     

მსგავსი თემები