2021 წლიდან უფასო სასადილოების პროგრამაში დამატებით, 3 500 მომლოდინე ბენეფიციარი ჩაერთვება

„უფასო სასადილოების პროგრამაში დამატებით, 3 500 მომლოდინე ბენეფიციარი ჩაერთვება,“ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, თბილისის მასშტაბით, „უფასო სასადილოებით მომსახურების“ პროგრამაში 40 000-მდე ადამიანია ჩართული, 3 500 ადამიანი მოლოდინის რეჟიმში იმყოფებოდა და მომავალი წლიდან უფასო სასადილოებით სარგებლობას ისინიც შეძლებენ.

„ჩვენ გვაქვს უფასო სასადილოების პროგრამა, სადაც ვეხმარებით იმ ოჯახებს, ვისაც ძალიან უჭირს და მძიმე სოციალურ მდგომარეობაში იმყოფება. ამ პროგრამებს ჰყავს მომლოდინე ადამიანები. ამ ეტაპზე, საკვებით 40 000-მდე ბენეფიციარს ვაკმაყოფილებთ, ხოლო დაახლოებით, 3 500 ადამიანი არის მოლოდინის რეჟიმში, რომ უფასო სასადილოებით ისარგებლონ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომლოდინე ადამიანების რაოდენობა გავანულოთ. პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა მათაც მიეცემათ, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ რთულ ვითარებაში, ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა თითოეული ამ ადამიანისთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტულია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები