B ტიპის გრიპის ვირუსი დაფიქსირდა, შემთხვევების მატება დეკემბერში იქნება

თსსუ-ის პროფესორის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში გრიპის ვირუსი უკვე დაფიქსირდა. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, დეკემბრის თვის განმავლობაში როგორც B, ისე A ტიპის ვირუსის შემთხვევების მატება იქნება.

„დღეს დაფიქსირდა B ტიპის გრიპის ვირუსის პირველი შემთხვევა. ზოგადი ტენდენციით გრიპისა და გრიპის მაგვარი დაავადებების შემთხვევების ტენდენცია დეკემბრის თვეში შეიმჩნევა. თუმცა, წლევანდელი წელი გამორჩეულია და არც არის გასაკვირი, რომ ის რეკომენდაციები, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მუშაობს, ადეკვატურად მუშაობს გრიპის ვირუსის საწინააღმდეგოდაც და ამ რეკომენდაციების დაცვამ განაპირობა შედარებით ნაკლები რაოდენობა გრიპის და გრიპის მაგვარი დაავადებების. დღეს დაფიქსირებული პირველი შემთხვევა მიუთითებს, რომ გამოვლენის ვადამაც გადაიწია. შემთხვევები მკვეთრად ნაკლებია იმასთან შედარებით, რაც იყო შარშან, თუმცა, დეკემბრის თვის განმავლობაში გვექნება A და B ტიპის შემთხვევების მატება“ – განაცხადა ვანო ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები