ქართველმა კრიმინალებმა შს მინისტრის სახლი გაქურდეს

  •  

იტალიაში ქართველი კრიმინალები დააკავეს. მათ ბრალად ედება ბინების ძარცვა და ყაჩაღობა. მათ შორის,  იტალიის შს მინისტრის მშობლების სახლი გაქურდვა.

საქართველოს ხუთი მოქალაქე მილანში 2 დღის უკან დააკავეს. არაერთ კრიმინალურ საქმიანობასთან ერთად, ისინი სახლების ძარცვითაც იყვნენ დაკავებულები.  დაყაჩაღებულ სახლებს შორის არის მინისტრის მშობლების საცხოვრებელი ბინა. პოლიციამ მათი დაკავება მაშინ მოახერხა, როცა მილანის დატოვებას ცდილობდნენ.

იტალიის პოლიციამ ნაქურდალი ქონების მცირე ნაწილი ამოიღო, მათი ვარაუდით, ნაქურდალი ნივთების ძირითადი ნაწილი კრიმინალებმა ქვეყნიდან გაიტანეს.

ეჭვმიტანილთა ვინაობა იმ მარტივი მიზეზით ვერ სახელდება, რომ მათ სხვადასხვა პასპორტი ჰქონდათ და მათი იდენთიფიკაცირება მიმდინარეობს.

მსგავსი თემები