პარლამენტთან აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებისას 2 პირი დააკავეს

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან დაპირისპირება მოხდა. პარლამენტთან შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები რკინის კონსტრუქციებზე სხვადასხვა წარწერების – „ბიძინას მონებო“ და საბჭოთა სიმბოლიკის გაკვრას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაპირისპირებისას  2 სამოქალაქო აქტივისტი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. უწყების განცხადებით, სამოქალაქო აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მსგავსი თემები