“ეს დისკუსია რთული იქნება და რთულად გაგრძელდება”  – ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ოპოზიციასთან მიმდინარე პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ პროცესები რთულად მიდის.   

„ნათელია, რომ ეს დისკუსია რთული იქნება და რთულად გაგრძელდება. საბოლოო ჯამში, შესაძლებელი უნდა გახდეს გზის გამონახვა, ქვეყანაში სტაბილურობისა და დემოკრატიულობისთვის“ – განაცხადა ჟურნალისტებთან ელჩმა კარლ ჰარცელმა ოპოზიციონერ ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ელჩი ფიქრობს, რომ დისკუსია გრძელდება და „ჯადოსნურ“ გამოსავლამდე მივლენ.

„შეხვედრა, რომელიც დღეს საღამოს გაიმართა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმაში დასარწმუნებლად, რომ მოლაპარაკებები და ყველა მხარის ამბიცია საერთო პლატფორმის ძიების მიმართულებით ჯერ კიდევ აქტიურია, რომელსაც ჩვენ უკვე რამდენიმე კვირაა ვეძებთ. გვქონდა დისკუსია ყველა იმ შვიდ პარტიასთან, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა. ჩვენ ახლა განვიხილავთ ამ დისკუსიის შედეგებს და დავფიქრდებით, როგორ შეიძლება ამის გამოყენება პროცესების წინ წასაწევად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფიქრი იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა გამოიძებნოს ეს „ჯადოსნური“ საერთო ნიადაგი, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გრძელდება ყველა მხარის მიერ და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საბოლოოდ, შესაძლებელი გახდება ასეთი თანხვედრის წერტილების გამონახვა“ – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

მსგავსი თემები