“გირჩიდან” უნდა წავიდნენ იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი და კიდევ ის ადამიანი, ვინც ამას არ ეთანხმება” – გოგა ხაჩიძე

პოლიტიკური ცენტრ “გირჩის” და “გირჩი TV-ს” დამფუძნებელი გოგა ხაჩიძე აცხადებს, რომ “გირჩი” არის უნიკალური იდეა და მთავარი ადამიანი ამ იდეის გარშემო ზურაბ ჯაფარიძეა. გოგა ხაჩიძე მიიჩნევს, რომ იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი და ყველა ადამიანი, ვინც ამას არ ეთანხმება, “გირჩიდან” უნდა წავიდნენ.

“გირჩი” არის იდეა, მართლაც უნიკალური იდეა და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, მთავარი კაცი დასაწყისიდან დღემდე არის ზურაბ ჯაფარიძე. როცა ხარ პარტიის თავმჯდომარე, თვითგამოცხადებული სიო და ა.შ. და ასეთ დროს ასე ორსიტყვიანი მსგავსი ფორმით ასეთ რამეს აკეთებ არაერთგზის უკვე, და ათასობით ადამიანი, რომლებიც წავიდნენ და კორონიან ქვეყანაში ხმა მოგცეს შენ გამოდის და გლანძღავს, იქ უკვე მნიშვნელობა არა აქვს ღრმა ლიბერტალიანურ მსჯელობებში ვინ შევა, ვინ აღმოაჩენს ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი.

რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ “გირჩიდან” უნდა წავიდნენ იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი და კიდევ ის ადამიანი, ვინც ამას არ ეთანხმება.

ბევრჯერ ყოფილა აღშფოთებული იმით, რომ ვიღაცა ამბობდეს სიმართლეს, მაგრამ უდროო დროს, უტაქტოდ, უზრდელად, უადგილოდ, უფორმოდ,” – განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

მსგავსი თემები