“გაიგებთ, რას ვიტანდი მთელი ეს წლები” – იაგო ხვიჩია

  •  

გაიგებთ, რას ვიტანდი მთელი ეს წლები, – ასე ეხმაურება „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია თანაპარტიელებთან გამიჯვნის შესახებ პარტიის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილებას.

ხვიჩია დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მომხდარს სიგიჟეს უწოდებს.

„არასერიოზული, სიგიჟე. ატოცზე ტ…ის მჩვენებელი კაცი წერს ამას. თან რაზე, პორნოს ნახვაზე? ცუდია ეს ყველაფერი, მარა რას ვიზამთ, გაიგებთ, რას ვიტანდი მთელი ეს წლები“, – წერს იაგო ხვიჩია.

ცნობისთვის, „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სამ თანაპარტიელს ემიჯნება. როგორც ის აცხადებს, პარტიულ საქმიანობას სანდრო რაქვიაშვილთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და იაგო ხვიჩიასთან აღარ გააგრძელებს და ამის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.

“ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას” – წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები